
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის, თუმცა ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და არა შეურაცხყოფით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარმოებულ საქმეებზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ტიპის ფაქტები გახშირდა, თუმცა ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება.
"ზოგადად შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, გინდ სიტყვიერი იყოს, გინდ ფიზიკური. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გახშირდა მსგავსი ტიპის ფაქტები, თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევით ხდება. ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, კონკრეტული დავალებებით, რომ უნდა მოახდინონ დისკრედიტაცია ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოს, ჩვენ სარწმუნოების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ცუდია ეს და უნდა დარეგულირდეს. ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის, თუმცა ეს უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში და არა შეურაცხყოფით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს