
ავტორი
Front News საქართველო
სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეული სამართალდამცველის პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და მოქალაქეების სიმშვიდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ქუთაისში “საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერმა სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
“გუშინ მთელი საქართველო დაძაბული ადევნებდა თვალს ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს. ეს იყო ძალიან მძიმე დღე, რომელიც საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებაში დიდია ჩვენი სამართალდამცველების წვლილი. პროფესიონალურად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ მოიტანა ის შედეგი, რომ მძევლად მყოფი ყველა მოქალაქე უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და დაკავებულია მძარცველი. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სპეცოპერაციაშიმონაწილე თითოეულ სამართალდამცველს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს