Logo

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა

პოლიტიკა
575
Frontnews image description

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტზე ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა და ადგილი აქვს მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას.

 

“მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან მიმართებით. ჯერ გავრცელდა, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის ფული. შემდეგ გაირკვა, რომ ამაში არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ასეთი ფრენები ხორციელდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება. ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ძალიან ბევრ ოჯახს ჰყავს ნიჭიერი შვილები, იგივე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან აფინანსონ მაღალი თანამდებობის პირებმა თავიანთი ოჯახის წევრები. მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯი“,- განაცხადა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები