კახა კალაძე - თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე თურქ ხალხსა და თურქეთის ხელისუფლებას თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო უსამძიმრებს.
"ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
თაგები:
კახა კალაძე




