კახა კალაძე - თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. კლიპის ავტორი მუსიკოსი ზაზა ნოზაძეა.
მუსიკალური კლიპი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად წარუდგინა.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ მთავრობის მეთაურს, ასევე, თბილისსა და თბილისელებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„გვინდა, საზოგადოებას წარვუდგინოთ მუსიკალური კლიპი, რომლითაც ვეფერებით ჩვენს ქვეყანას, ულამაზეს თბილისს. თბილისი არის ქალაქი, რომელსაც ყოველთვის უმღეროდნენ, უმღერიან და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება. თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს, ჩვენი დედაქალაქია, ულამაზესი, თავისი მომხიბვლელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, განსხვავებული რელიგიებით, მრავალფეროვნებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება მოვლა, დაფასება, შენარჩუნება. ამაყი ვარ, რომ ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ვემსახურო ამ ქალაქს, ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ვიდეოკლიპი, რომელსაც წარმოგიდგენთ, არის თბილისის განსაკუთრებულობაზე, სიყვარულზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებლად თბილისი გაიმარჯვებს.
"განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, როდესაც ქუჩაში ვხვდები მოქალაქეებს, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას, თანადგომასა და მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი ქვეყანა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, - განაცხადა კალაძემ.
კლიპის ავტორმა კი განაცხადა, რომ მისთვის, როგორც რიგითი თბილისელისთვის და ამ ქალაქის შვილისთვის, უდიდესი პატივი იყო, ემუშავა გოგი ცაბაძის შედევრზე. მან მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და თბილისის მერობის კანდიდატს წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს