
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქში პირველი ქართული სანოტო სტამბა აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ ილია ჭავჭავაძის სახლში გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული. სამომავლოდ იგეგმება, რომ პირველი ქართული სანოტო სტამბაც აღდგეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ მუზეუმს რამდენიმე დღეა ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.
“რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნა. შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და მისრეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო. ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტურობის სრული დაცვით განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე თუ საგამოფენო სივრცე. ყველას ვურჩევ, თავად ნახოს შესრულებული სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს