
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის განცხადებით, თუ ნიკა გილაურს სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, ის მარცხისთვისაა განწირული.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს გილაურის მიერ უცხოელი ლობისტების დაქირავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
“თუ გილაურს იმის სურვილი აქვს, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, რაზეც მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს, თავიდანვე შემიძლია გითხრათ, რომ ის განწირულია მარცხისთვის. ის წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლებას, იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ, როდესაც ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ბიზნესის რეკეტის თვალსაზრისით. შესაბამისად, ასეთი წარსულის მქონე ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკაში, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს