
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი – ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს.
არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს