
ავტორი
Front News საქართველო
თუ მირჩევთ როგორ შეიძლება მომღერლები ტენდერის საშუალებით შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გეტყვით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადების შესახებ.
“რა უნდა იყოს განმსაზღვრელი ტენდერის გამოცხადების პირობებში?! ხმა? პირველი ხმა, მეორე ხმა, ვიღაცას უფრო ბოხი ხმა აქვს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ?”- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კეთილმოწყობილი ქალაქით და საახალწლო დღეებით, რომელიც თბილისში იქნება, ყველა ისიამოვნებს.
“ღია სივრცეში იქნება ყველაფერი მოწყობილი, ყველა ისიამოვნებს განათებული, კეთილმოწყობილი ქალაქით და საახალწლო დღეებით, რომელიც თბილისში იქნება”, – აღნიშნა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს