
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილის მესამე პრეზიდენტს მიხეილ საკაშვილს შეიწყალებს, ეს პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება.
“არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია.
თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე ზოგადად მისი კარიერისთვის, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება”, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს