
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
“ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.
რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, 2028 წელს. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაც გამოდის რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება, ყველა აქვს უფლება, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება. მთავარია, ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს