Logo

კახა კალაძე - ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია, არასდროს გავურბივართ პასუხისმგებლობას

პოლიტიკა
129
Frontnews image description

"ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ  თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში განაცხადა და ამით უპასუხა  პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის ბრალდებებს, თბილისში  უსაფრთხოების ნორმებთან და უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, ის და მისი თანაგუნდელები არასოდეს გაურბიან არსებულ პრობლემებს და პასუხისმგებლობას.

"ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც. უდიდესი ტრაგედია იყო პირადად ჩემთვისაც და მე  მაშინ მთავრობის სხდომაზე აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გამოვედი და ვთქვი, არ დავმალულვარ. როდესაც დედაქალაქი პრობლემების წინაშეა, არასდროს გავურბივარ პრობლემებს, არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები, გამოვდივართ და ვსაუბრობთ, თუ რა მოცემულობაა და არ გავურბივართ პასუხისმგებლობას.

ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და იყვნენ კონკრეტული ადამიანები, თუ ადამიანი, ვისაც ჰქონდა დანაშაული. მაშინ ვთქვი, რომ ვერავინ გაბედავდა ვინმეზე ხელის დაფარებას, ან ვინმეს დაჩაგვრას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები