
ავტორი
Front News საქართველო
AECS Europe-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად დასახელდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ბოლო წლებში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, დედაქალაქში სპორტის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა.
“მინდა, სასიხარულო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თბილისის აქვს ახალი სტატუსი – „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთ განაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომ ვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-ს გადაწყვეტილება – კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, დაესახელებინა თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, აღნიშნული სტატუსი მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ სპორტის მიმართულებით გატარებული სწორი პოლიტიკის დასტურია.
“ბოლო წლებში, სპორტის მიმართულებით, დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა. მადლობას გადავუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისთვის. თბილისში ევროპული სტანდარტის ბევრი საფეხბურთო სკოლა მოეწყო, რეკრეაციულ სივრცეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული სივრცეების მოწესრიგებას, სატრენაჟორო ზონების მოწყობას, რათა ვარჯიშის შესაძლებლობა ყველა თაობის წარმომადგენელს ჰქონდეს. პროექტის ფარგლებში, ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები გაიწერება“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს