კახა კალაძე – წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა


ავტორი
Front News საქართველო
წყნეთში, სადაც ტრაგედია მოხდა, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაიწყო, რაც არანაირ კავშირში არ არის მომხდართან.
“რაც შეეხება დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შაბათს ტერიტორიაზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, კვირას აღნიშნული სამუშაოები არ ჩატარებულა, ხოლო ორშაბათს უბედური შემთხვევა მოხდა. ყველა სამუშაოს დროს, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის გათვალისწინებული. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოსამზადებელი სამუშაოები მის მოწყობასაც გულისხმობდა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ იყო დაწყებული, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ტერიტორიაზე ღობე და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები ყოფილიყო გათვალისწინებული“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

კახა კალაძე – გუშინ ვხალისობდი ოპოზიციის ისტერიკაზე, არ ვიტყვი ამ სიტყვას, სადაც იმყოფებით, დარჩებით მანდ

კახა კალაძე – ეს საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. რიყის დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და იყო დაკეტილი, სხვა დანარჩენ დეტალზე საუბარს აღარ გავაგრძელებ

კახა კალაძე – წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია