
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ გუშინ პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ფაქტს საელჩოები დაგმობენ. ამის შესახებ მან მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, რადიკალური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა სწორედ კონკრეტული საელჩოებისგან არის წახალისებული.
“ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, არანაირი დაგმობა არ მოხდება, რადგან კონკრეტული საელჩოები, კონკრეტული ელჩები რადიკალურ დაჯგუფებებს ახალისებენ. ბოლო თვეების და დღეების განმავლობაში რასაც ვხედავდით – პარლამენტის შენობაზე თავდასხმას, ეს არის ამ ადამიანების წახალისებული და გარედან დაფინანსებული“, – განაცხადა კალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით, საელჩოების მხრიდან მოველი დაგმობას, მით უმეტეს, ეს მოხდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე“.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს