კახა კალაძე - უბედურმა შემთხვევებმა, რომელიც თბილისში მოხდა, პირადად მე დამანგრია, გამანადგურა, როგორც ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ უბედურმა შემთხვევებმა, რომელიც მისი მერობის პერიოდში დედაქალაქში მოხდა, ის, როგორც ადამიანი, გაანადგურა.
ამის შესახებ კალაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც დედაქალაქში პროექტების განხორციელების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ წლის განმავლობაში? 8 წლის განმავლობაში მათი რიცხვი კიდევ უფრო მასშტაბურია. იმ სამწუხარო, უბედურმა შემთხვევებმა, რაც თბილისში მოხდა, პირადად მე დამანგრია, გამანადგურა, როგორც ადამიანი. ყოველთვის ყველაზე მთავარი, რაზეც განსაკუთრებულად ვსაუბრობთ, სანამ სამუშაოები დაიწყება, ეს არის უსაფრთხოება. ადამიანები ვართ, ყველას მოსდის შეცდომა, იმ კომპანიებსაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ძირითადი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად გათვალისწინებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა