
ავტორი
Front News საქართველო
გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულშია ბრალდებული და გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელის ვადა ამოეწურება.
“ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ მტერს არ ვუსურვებ, რაც უკრაინაში ხდება – ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი, უმძიმეს მდგომარეობაა. ამიტომ, მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე – სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს