
ავტორი
Front News საქართველო
ულტიმატუმით და შანტაჟის ენით საუბარი პარტნიორობა არაა და მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის შესახებ ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავსი ქმედებები არის ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს მეგობრობა არაა.
“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა. მსგავსი ქმედებები და მსგავსი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. ეს მეგობრობა არაა. ულტიმატუმით და შანტაჟით ელაპარაკონ მათ, ვისთანაც გასდით და ვისთანაც გასული აქვთ“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს