
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის ღირსეული მინისტრი იყო.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გომელაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობის არიდება მოხერხდა.
"ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც, უშუალო ჩართულობითა და მისი ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარი თავიდან აარიდა ქვეყანას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის და წარმატება ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში. ის, მართლაც, ღირსეული ადამიანია, ღირსეული მინისტრი იყო, ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთანავე, მან შს ახალ მინისტრს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება უსურვა.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს