
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.
“მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბოლო დროს ისეთი რაღაცები ვიხილეთ, რაც ძალიან მძიმეა. მე ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა, როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რომელზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს