
ავტორი
Front News საქართველო
ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსამართლეების დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი.
“ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები. მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი და გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს