კახა კალაძე – ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება

ავტორი
Front News საქართველო
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, შესაბამის სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, დაველოდოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“გამოძიება დაწყებულია ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა განცხადებები გაავრცელეს, ასე რომ დაველოდოთ. ვინ ავრცელებს, ვინ ინახავს, როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაკეთება, ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას. არ ვიცი ვინ არის, შეიძლება იყოს ხოჯევანიშვილი, შეიძლება იყოს სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


