
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში, ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს კავშირი არ აქვს.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი მამამისის კარლო კალაძის პატივსაცემად, თბილისის მერი პასუხობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და არანაირი შეხება მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არ აქვს.
“ვის გჯერათ, რომ მამაჩემის საპატივსაცემოდ დადგეს ძეგლი? ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, სამტრედიაში მცხოვრები იმ ადამიანების, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს