
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს.
“არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს