
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა.
კახა კალაძემ ყურადღება საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჟურნალისტების როლზეც გაამახვილა.
“დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მინდა, პირველ რიგში აქ დამსწრე მედიის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც ამ პროფესიას კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად
ემსახურება, მივულოცო დღევანდელი დღე. ვისურვებდი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ემსახურებოდეს საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებს და პირნათლად ასრულებდეს იმ უდიდეს როლს, რასაც საზოგადოების სწორად ინფორმირება ჰქვია. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს