
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ილიან ტილიოსს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას საპარლამენტო დონეზე.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე და დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.
აღინიშნა საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის ყურადღება გამახვილდა უცხოურ ინვესტიციებზე.
კახა კუჭავა ბელგიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსაც შეხვდა და მასთან მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეთანხმდნენ, რომ მეგობრობის ჯგუფები ერთმანეთს უახლოეს მომავალში შეხვდებიან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს