
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად ჩემი დისკრეციაა, მივცე თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება, ნონა მამულაშვილი იქცევა სამარცხვინოდ პარლამენტის თანამშრომლების მიმართ, სანამ არ მოიხდის ბოდიშს, არ ვაპირებ ის დავუშვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” არცერთ წევრზე შეზღუდვა არ მქონია. მაწვდიან სიას და ამ სიის მიხედვით ვახდენ მათზე უფლების დაშვებას, ნონა მამულაშვილი ამ სიაში არ წერია და თუ ეს შიდა დაპირისპირება აქვთ, ეს მათი პრობლემაა და მე არ მადარდებს.
ნონა მამულაშვილთან მე რაც პრობლემა მაქვს არის, როდესაც მოდის პარლამენტში და თანამშრომლებს, თავის თანაშემწესთან ერთად, აყენებს წარმოუდგენელი სიტყვებით შეურაცხყოფას, ჩემი აზრით, სამარცხვინოა დეპუტატისგან მსგავსი საქციელი, იქ, სადაც მუშაობს, მით უმეტეს. დეპუტატებზე, ერთმანეთზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე კრიტიკა – ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია, შევეგუეთ, სამწუხაროდ, შეურაცხყოფასაც, მაგრამ როდესაც თანამშრომლებზე გადადიხარ, არ დავუშვებ, სანამ არ მოუხდის მათ ბოდიშს, მე არ ვთხოვ საჯაროდ, მივიდეს და მოუბოდიშოს ის საქციელი, მან და მისმა თანაშემწემ რაც იკადრეს. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ შევა, ვინ არა, მოდის ჩემთან განცხადება, მე ვაძლევ უფლებას და ვუშვებ. აქვე უნდა განვმარტო, სრულიად ჩემი დისკრეციაა, მივცე თუ არა უფლება და ამას ვწყვეტ მე. მე არა იმიტომ, რომ კახა კუჭავა ვარ, თავმჯდომარის უფლებამოსილება ასე იყო მანამდეც. არცერთზე არ მქონია შეზღუდვა. ნონა მამულაშვილი იქცევა სამარცხვინოდ პარლამენტის თანამშრომლების მიმართ, სანამ არ მოიხდის ბოდიშს, არ ვაპირებ ის დავუშვა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს