
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის დროული იმპლემენტაცია და პოლარიზაციის შემცირება იყო.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე და აღინიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა პარლამენტში აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა პარლამენტის მუშაობაში აქტიური ჩართულობისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს