Logo

კახა კუჭავა – რა რაოდენობით შევლენ მე ვწყვეტ, საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე

პოლიტიკა
573
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის მსურველი 15 დეპუტატი იყო, რაც შეუძლებელია.

 

“რაოდენობა, რამდენიც მათ უნდათ, დღეში 10, 15 თუ უფრო მეტი, ფიზიკურად შეუძლებელია. რა რაოდენობით შევლენ მე ვწყვეტ, გამომდინარე იმ უსაფრთხოების ზომებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან, რაც არსებობს. უარს არც ვაპირებ, რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მომნახველებისა და მსურველების რაოდენობა, ვისაც შესვლა უნდა.

 

ფაქტი ერთია, რომ არ არის არანაირი შეზღუდვა. როგორც ხედავთ, ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის და თუ არ ვცდები, ოჯახის წევრებიც. ამდენად, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც ეზღუდება. ნურავის აქვს მოლოდინი, რომ ერთ დღეში ყველა შეძლებს შესვლას, ვინც მსურველია. ეს გამორიცხულია. საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც მისაღებში შეუძლიათ ისაუბრონ. ყველა შევა, როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი“, – განაცხადა კუჭავამ.

Advertisement