
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თამარ ჟვანის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს. კუჭავა აცხადებს, რომ ბოლო არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვს არ იწვევს, შესაბამისად, ცესკოს ხელმძღვანელის შეცვლის მოთხოვნა, არარელევანტურია.
"ეს პროცესი დაიწყო თებერვალში, ამას ხაზი უნდა გაესვას და წარმოადგენს შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს, რომ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განხორციელდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომ უკვე ახალი საარჩევნო კოდექსით მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება.
ფაქტი ერთია: არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშანია არ გააჩნია არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას და ადგილობრივ ორგანიზაციებს. საფუძველის არარსებობის შემთხვევაში, იმიტომ რომ ვიღაც ითხოვს ვიღაცის გადადგომას, მოკლებულია რეალობას", – აცხადებს კუჭავა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს