Logo

კახა კუჭავა – ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილი საქართველოში არ არის

პოლიტიკა
911
Frontnews image description

ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, – აცხადებს  პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

 

ის ჟურნალისტებს ემოციების დაცხრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაცია არ გაავრცელონ.

 

“არ შეიძლება გააკეთო კომენტარი სერიოზულად არასერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს არის Fake ვიდეო და ემოციების დაცხრობისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ [ჟურნალისტებს], რომ არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

Advertisement