Logo

კახა ოქრიაშვილი – საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება – აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს

პოლიტიკა
1237
Frontnews image description

“საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება – აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს”, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. 

 

“ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას.  

 

რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი:

 

1. საერთაშორისო იზოლაციას. 

 

2. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. 

 

3. ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის “კუპონიზაციას“ და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას. 

 

აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს”, – აცხადებს ოქრიაშვილი. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები