კახა წერეთელი – ამ საქმეს აქვს ერთადერთი დასასრული, ეს არის სრულად გამამართლებელი განაჩენი


ავტორი
Front News საქართველო
ამ საქმეს აქვს ერთადერთი დასასრული, ეს არის სრულად გამამართლებელი განაჩენი, – ამის შესახებ ადვოკატმა კახა წერეთელმა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაცხადა.
ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთლის საქმე დასკვნით ეტაპზეა, დღეს საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება.
კახა წერეთლის თქმით, დაცვის მხარე დღეს წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია განაჩენზე იმსჯელებს.
“საქმე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს სამართლისკენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ არ არის ფულის გათეთრების ნიშნები. ველოდებით მეორე ინსტანციისგან, თაღლითობად რომ შეფასდა ეს ქმედება სრულიად უსაფუძვლოდ, ეს თაღლითობაც მოიხსნას. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ეს იქნება ამ თუ სხვა სასამართლოში, საბოლოო ჯამში ამ საქმეს აქვს ერთადერთი დასასრული, ეს არის სრულად გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
თაგები:
კახა წერეთელი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა