კახა წერეთელი – ვემზადებით ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ვემზადებით ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის, არ ვიცით, აღკვეთის რა ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, – ამის შესახებ თბილისის მერიის სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატი ამავე დროს აღნიშნავს, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი თანამშრომლობს გამოძიებასთან.
“წარმოვადგენ გიორგი ვახტანგაშვილის ინტერესებს. მისი პოზიცია ამ ეტაპზე არის დუმილის უფლების გამოყენება. დღეს გადმოგვეცა საკმაოდ მოცულობითი საქმის მასალები, რომელსაც გავეცნობით და ამის შემდეგ საბოლოო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. ის ხაზი რაც იყო თანამშრომლობა გამოძიებასთან, რა თქმა უნდა, რჩება. დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი წარდგენილია, მას ჩვენება აქვს მიცემული გამოძიებისთვის და უკვე ვემზადებით ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის, მოვისმენთ პროკურატურის შუამდგომლობას. ამ დროისთვის არ არის ცნობილი აღკვეთის რა ღონისძიებას ითხოვენ, თუმცა გვეცოდინება წინასწარ და მოვემზადებით ხვალინდელი სხდომისთვისათვის“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
თაგები:
ვაკის პარკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა