კახეთში 12 წლის გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, რის შემდეგაც მოზარდის ბიძამ სავარაუდო დამნაშავე დაჭრა


ავტორი
Front News საქართველო
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, რის შემდეგაც მოზარდის ბიძამ სავარაუდო დამნაშავე ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოში გარდაცვლილი მეუღლის ნათესავებთან რამდენიმე წელია, იმყოფება.
დაჭრილი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, გოგონას ბიძა კი დაკავებულია, ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
“ოჯახში შემოვიყვანეთ, ვუპატრონეთ, დავასაქმეთ. 3 კვირის წინ მისი ცოლი, ანუ ჩემი ქალიშვილი დაიღუპა და აქ ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით. მან კი ფერმაში ჩემი 12 წლის შვილიშვილი გააუპატიურა. გოგონა ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შვილია. ჩემმა მეორე ბიჭმა გაუპატიურების ამბავი, რომ გაიგო, ვერ მოითმინა, წავიდა და დაჭრა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა”, – აცხადებს გოგონას პაპა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 137-ე (გაუპატიურება).


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს