კახეთში დედის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ყ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.ყ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს