კახეთში მოკლული 14 წლის გოგონას დედა მკვლელის სამუდამო პატიმრობას ითხოვს


ავტორი
Front News საქართველო
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგონას დედა მკვლელის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
“ჩემი შვილი მოიტაცეს. ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, მოგკლავო. ახლა კი ხედავთ, რა უბედურებაც მოხდა. მან ჩემი შვილი მოკლა, იმიტომ, რომ წამოსვლა უნდოდა.
ჩემი გოგო მინდორში წავიდა საქონლის მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ დამალული იყო. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა, მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი წაიყვანა სახლში.
გოგო ეუბნებოდა, არ მიყვარხარ, 14 წლის ვარ თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავო, ბიჭმა კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ”, – აცხადებს მოკლული გოგონას დედა.
14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს