Logo

კახეთში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

სამართალი
909
Frontnews image description

საგარეჯოში 11 ნოემბერს ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცოლზე ძალადობის მუხლით ნასამართლევი იყო და შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 11 პრიმა 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 381 მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) დაიწყო.

თაგები:

კახეთი
Advertisement