Logo

კახეთში შვილმა დედა მოკლა

სამართალი
1450
Frontnews image description

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში შვილმა დედა მოკლა. 

 

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც, შვილმა დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

 

მეზობლების თქმით, რომ ქალს, რომელმაც სავარაუდოდ, დედა მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. 

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Advertisement