
ავტორი
Front News საქართველო
კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინდელმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა, განსაკუთრებით დაზარალებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები – ჭანდარი, ძირკოკი და ვეჯინი.
განადგურებულია ვენახი, ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ქარმა ხეები მოგლიჯა საგარეჯოში, გურჯაანსა და ყვარელში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებულ სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაო გუშინ გვიან ღამემდე გრძელდებოდა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სოფლებში, მეორე დღეა, მუშაობს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს