Logo

კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს

სამართალი
600
Frontnews image description

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოავლინეს. 

 

“ხე-ტყის უკანონო მოპოვება-დამზადებისა და ტრანსპორტირების ფაქტები, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილია გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები,  უკანონოდ მოპოვებული რცხილის, წიფლისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დამზადებული, ჯამში  37 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. 

 

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

 

უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

კახეთი
Advertisement