კახეთში უზბეკეთის მოქალაქე 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში უზბეკეთის მოქალაქე 50 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს.
ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, ქალი მეგობარმა მამაკაცმა მოკლა, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
მკვლელობა სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.
მომხდართან დაკავშირებით 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული.
გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.





