კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება 6 მლნ. დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 2 მლნ. დოლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
აღნიშნული პროექტი ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციის მიმდებარედ აშენდა. 56 ნომრიანი სასტუმრო ნომრების გარდა, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ლაუნჯებს, ვერანდას, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს.
„სასტუმრო განთავსებულია ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ტყიდან მონაბერი სიო, ზაფხულში განსაკუთრებულ გრილ კლიმატს განაპირობებს. 1,5 ჰა-ზე განთავსებულია სასტუმრო და ვენახი, ხოლო დანარჩენ 6,5 ჰა-ზე, სამომავლოდ ვილები აშენდება, რომელთაც Room Service მომსახურება ექნებათ. გვჯერა, რომ სასტუმრო თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებითა და მწვანეში ჩაფლული ზონებით ბევრ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუმარს უმასპინძლებს“, - განაცხადა „აგარანის მამულის“ დირექტორმა, გიორგი ქოჩლაძემ
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ კახეთის რეგიონს კიდევ ერთი უნიკალური სასტუმრო შეემატა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს