
ავტორი
Front News საქართველო
მსახიობ კახი კავსაძის ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მიმდინარე სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
მსახიობს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა.
კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი "იპო“.
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს