
ავტორი
Front News საქართველო
კალაძე თუ ვერ ხედავს თავის ბრალეულობას, ჩვენ მას აუცილებლად დავანახებთ, – ამის შესახებ თბილისის მერიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს.
მათი თქმით, თბილისის მერიასთან აქციები ორშაბათს დილიდან დაიწყება.
“დღეს აქ გამოვედით, რომ დავაანონსოთ, რომ ორშაბათს, 09:00 საათიდან ვიქნებით აქ მერიის მთავარ შესასვლელთან, რათა მივუთითოთ და მოვთხოვოთ მერს და მერის კონკრეტულ თანამშრომლებს, რომ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და თქვან, რომ დამნაშავეები არიან თვითონ.
კალაძე თუ ვერ ხედავს თავის ბრალეულობას, ჩვენ მას აუცილებლად დავანახებთ, კალაძე აუცილებლად გადადგება“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
მისი თქმით, აქციები თბილისის მერის კახი კალაძის გადადგომამდე გაგრძელდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს