
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები, ხიდ-ბოგირები და მილ-ხიდები.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 774 000 ლარს შეადგენს.
თაგები:
წალენჯიხა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს