კალასი - ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსვლა

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსვლა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული მოქალაქეები.
"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსვლა.
ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება და ანგარიშვალდებული პირები მისცეს პასუხისგებაში", - განაცხადა კაია კალასმა.
თაგები:
კაია კალასი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


