Logo

კალასი - ომებს ისინი აგებენ, ვისაც ჯარისკაცები ან ფული პირველებს უმთავრდებათ, სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა

უკრაინა
226
Frontnews image description

უკრაინის მხარდაჭერა ომში რუსეთის გამარჯვების შესაძლო შედეგებზე უკეთესი გარიგებაა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიფინგზე განაცხადა.

"რუსეთის მიერ კიევზე ღამით განხორციელებული დარტყმები ნათლად აჩვენებს მის განზრახვას, გააგრძელოს ომი. დღეს ბერლინში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა და ამავდროულად გავაძლიეროთ ევროპის თავდაცვა“, - განაცხადა კალასმა.

მან ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.

"უკრაინის მხარდაჭერა კარგი გარიგებაა რუსეთის გამარჯვების ფასთან შედარებით. ომებს ისინი აგებენ, ვისაც ჯარისკაცები ან ფული პირველებს უმთავრდებათ. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა სანქციების მეშვეობით. სანქციები უკეთ მუშაობს, როდესაც მათ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც ახლავს თან“, - განაცხადა კალასმა.

Advertisement