კალასი – საქართველო კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებს ვერ ამართლებს


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“მიუღებელია მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რაც თბილისში ამ საღამოს მოხდა.
საქართველო კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ მოლოდინებს ვერ ამართლებს.
ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს კაია კალასი.
თბილისში, დღევანდელ აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავების შემდეგ სცემეს.
თაგები:
კაია კალასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს