
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ასევე, მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია.
“ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ჩვენ, ასევე, მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მათი მისიის მხარდასაჭერად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია, რომ ეს საკითხი მოაგვარონ“, – განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
თაგები:
კაია კალასი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს